Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გუგლის” და ”მაიკროსოფტის” მოგება გაიზარდა


თანამედროვე ტექნოლოგიების უმსხვილესმა კომპანიებმა, ”გუგლმა” და ”მაიკროსოფტმა” განაცხადეს, რომ წლის პირველ კვარტალში გაზრდილი მოგება ნახეს. გუგლის მოგებამ 3,35 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16 პროცენტით მეტია. ”მაიკროსოფტის” მოგების ზრდამ კი 17 პროცენტი შეადგინა და 6 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ექსპერტების ნეგატიური პროგნოზების ფონზე მოხდა. ნავარაუდები იყო, რომ ვინდოუს 8-ის გაყიდვების სუსტი მაჩვენებელი კომპანიის მოგების კლებაზე აისახებოდა.
XS
SM
MD
LG