საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, ცნობილი უფლებადამცველი თომას ჰამარბერგი წელს, სექტემბერში, წარმოადგენს ანგარიშს ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებაზე. ბოლოს ის მიმდინარე თვის პირველ ნახევარში იმყოფებოდა საქართველოში, ორიოდე დღის წინ კი ევროკავშირის წარმომადგენლებს ბრიუსელში გაუზიარა შთაბეჭდილებები. რა უთხრა მათ? - ამ და რამდენიმე სხვა შეკითხვით თომას ჰამარბერგს მიმართა ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა.
აი, როგორია ჰამარბერგის დასკვნა, საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრების შემდეგ:
„საქმე არა გვაქვს უკუსვლასთან დემოკრატიული პროცესის კუთხით, როგორც ამას ზოგი მიიჩნევს. თუმცა სერიოზული პრობლემებიც არსებობს. პოზიტიურია ის, რომ ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ყურადღებით ეკიდება გარედან მიცემულ რჩევებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მუშაობას აქ აზრი აქვს“.
ჰამარბერგი მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, მაგალითად, მმართველ პოზიციებზე მყოფთა ნაწილის გამოუცდელობას - ამბობს, რომ მათ დახმარება, რჩევის მიცემა სჭირდებათ. შესაბამისად, ჰამარბერგს მისასალმებლად მიაჩნია ქვეყნის მართვაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა.
როგორ აფასებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მთავრობასა და ოპოზიციურ ძალას შორის ურთიერთობას?
„პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა მუდმივად ცუდია, მათ შორის დიალოგი არ მიმდინარეობს. ამიტომ ის, რასაც კოჰაბიტაციას ვუწოდებთ, ამ დონეზე არ ხდება. პოზიტიურია ის, რომ გაცილებით უკეთ მიდის დიალოგი პარლამენტში. და საქართველოში მოხდა ის, რომ მმართველობის საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადავიდნენ. ამ ცვლილების მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა აჩვენა, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება პარტიული კუთვნილების მიუხედავად“.
შესაბამისად, დიალოგის არარსებობის პრობლემას ჰამარბერგი ხედავს არა ზოგადად ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის, არამედ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაში.
„ოპოზიციას ახლა, რასაკვირველია, ნაკლები ძალაუფლება აქვს და მას, ასე ვთქვათ, კუთხეში ვერ მოაქცევ შეკითხვებით იმის თაობაზე, ახლა რას აკეთებენ. მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მაქვს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც“, ამბობს ჰამარბერგი.
შეკითხვას, რას ურჩევს ევროკავშირის წარმომადგენლებს, როგორი უნდა იყოს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, ის ასე უპასუხებს:
“ჩემი აზრით, მათ კვლავაც დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ამ ქვეყანას. საქართველოში ჩვენს წინაშეა ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს არის ხელისუფლების აბსოლუტურად მშვიდობიანად შეცვლის პირველი შემთხვევა რეგიონში. ამიტომ საქართველო შესაძლოა ძალიან კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელი რეგიონის მომავლისათვის. ამდენად, გამართლებულია დიდი ყურადღების დათმობა“.
ევროკავშირმა, ჰამარბერგის აზრით, ყურადღება უნდა გამოიჩინოს, მაგალითად, იმ კუთხით, რომ დაეხმაროს საქართველოს მთავრობას, როცა ის ბრიუსელს ექსპერტების გაგზავნას სთხოვს რეკომენდაციების მისაცემად კონკრეტულ პრობლემებთან, სამართლებრივ საკითხებთან, ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ეკონომიკის სფეროშიც.
საქართველოს პრიორიტეტად მიჩნევა, გარკვეული დროით მაინც, ვფიქრობ, გონივრული იქნებოდაო, დაასკვნის თომას ჰამარბერგი, ცნობილი შვედი უფლებადამცველი, ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნალის“ ყოფილი ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებათა საკითხში ევროსაბჭოს ყოფილი კომისარი, რომელიც ამჟამად არის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხებში.
მას, როგორც უკვე ითქვა, ბრიუსელში ესაუბრა რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მაისში ჰამარბერგი ისევ ჩავა საქართველოში.
აი, როგორია ჰამარბერგის დასკვნა, საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრების შემდეგ:
„საქმე არა გვაქვს უკუსვლასთან დემოკრატიული პროცესის კუთხით, როგორც ამას ზოგი მიიჩნევს. თუმცა სერიოზული პრობლემებიც არსებობს. პოზიტიურია ის, რომ ხალხი, ვინც ახლა ხელისუფლებაშია, ყურადღებით ეკიდება გარედან მიცემულ რჩევებს და ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩემს მუშაობას აქ აზრი აქვს“.
ჰამარბერგი მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევს, მაგალითად, მმართველ პოზიციებზე მყოფთა ნაწილის გამოუცდელობას - ამბობს, რომ მათ დახმარება, რჩევის მიცემა სჭირდებათ. შესაბამისად, ჰამარბერგს მისასალმებლად მიაჩნია ქვეყნის მართვაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ჩართვა.
პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა მუდმივად ცუდია, მათ შორის დიალოგი არ მიმდინარეობს. ამიტომ ის, რასაც კოჰაბიტაციას ვუწოდებთ, ამ დონეზე არ ხდება. პოზიტიურია ის, რომ გაცილებით უკეთ მიდის დიალოგი პარლამენტში...თომას ჰამარბერგი
„პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ურთიერთობა მუდმივად ცუდია, მათ შორის დიალოგი არ მიმდინარეობს. ამიტომ ის, რასაც კოჰაბიტაციას ვუწოდებთ, ამ დონეზე არ ხდება. პოზიტიურია ის, რომ გაცილებით უკეთ მიდის დიალოგი პარლამენტში. და საქართველოში მოხდა ის, რომ მმართველობის საპრეზიდენტო სისტემიდან საპარლამენტო სისტემაზე გადავიდნენ. ამ ცვლილების მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა აჩვენა, რომ შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება პარტიული კუთვნილების მიუხედავად“.
შესაბამისად, დიალოგის არარსებობის პრობლემას ჰამარბერგი ხედავს არა ზოგადად ოპოზიციასა და მმართველ კოალიციას შორის, არამედ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაში.
„ოპოზიციას ახლა, რასაკვირველია, ნაკლები ძალაუფლება აქვს და მას, ასე ვთქვათ, კუთხეში ვერ მოაქცევ შეკითხვებით იმის თაობაზე, ახლა რას აკეთებენ. მაგრამ მე კარგი ურთიერთობა მაქვს ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც“, ამბობს ჰამარბერგი.
საქართველოში ჩვენს წინაშეა ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ეს არის ხელისუფლების აბსოლუტურად მშვიდობიანად შეცვლის პირველი შემთხვევა რეგიონში...თომას ჰამარბერგი