Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი მოითხოვს გამოძიებას პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით


საქართველოს სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, "ეფექტურად აწარმოოს გამოძიება" რამდენიმე პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით. ნანუაშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ომბუდსმენი გამოდის მოწოდებით, ჩატარდეს შესაბამისი ღონისძიებები დამნაშავე პირთა დადგენის და მსგავსი ფაქტების პრევენციის მიზნით. მანამდე საქართველო შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება მოქალაქე გიორგი ფარესაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის ინტერნეტ სივრცეში გავრცელების ფაქტზე. თვით ფარესაშვილი, რომელიც ჟურნალისტია, ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომასალას ფაბრიკაციას უწოდებს. ის აცხადებს ასევე, რომ არ ენდობა ქართულ გამოძიებას და მოითხოვს, საერთაშორისო ექსპერტებმა შეისწავლონ ეს კადრები.
XS
SM
MD
LG