Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელი ავღანეთში ჩავიდა


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მაზარ-ე-შარიფში ჩავიდა. ამ ქალაქშია განლაგებული გერმანული კონტინგენტი. გერმანიის კანცლერს ქვეყნის თავდაცვის მინისტრიც ახლავს. ექვსი დღის წინ ავღანეთში ”თალიბანის” მეომრებთან შეტაკებისას დაიღუპა გერმანელი ჯარისკაცი. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს ერთადერთი მსხვერპლი იყო ავღანეთში მყოფ გერმანელ სამხედროებს შორის. ავღანეთში 4300 გერმანელი ჯარისკაცი იმყოფება და მათმა უმრავლესობამ 2014 წლის ბოლომდე, ნატოს სხვა სამხედროების მსგავსად, უნდა დატოვოს ქვეყანა. გერმანია აპირებს 800 სამხედროს დატოვებას 2014 წლის შემდეგაც ავღანეთის ძალების წვრთნისა და მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობისთვის.
XS
SM
MD
LG