ჩვენი სტუმარი: არჩილ კაიკაციშვილი
15 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არჩილ კაიკაციშვილი, ”ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაციის” ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კვლევაზე, რომელიც საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პერსპექტივას ეხება. დასრულებული კვლევა მაისის ბოლოს გამოქვეყნდება და, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მასში იქნება ხელისუფლებისთვის რეკომენდაციებიც. საკითხზე ”ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციასთან” ერთად ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაც” მუშაობს. მთავრობისადმი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქნება საბჭოთა ანაბრების მფლობელთა რაოდენობისა და მთლიანად ანაბრების რაოდენობის გამოსავლენად 2014 წელს დაგეგმილი აღწერის კითხვარში ანაბრებზე პუნქტების ჩართვა.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან