Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პოლიციელის დღე აღინიშნება


საქართველოში პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, რამდენიმე მინისტრი და პარლამენტის წევრები დაესწრნენ. დაჯილდოებულ იქნა პოლიციის 50 თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები - დაათვალიერებინეს პოლიციელის ახალი უნიფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი. გარდა ამისა, სამინისტროში წარმოადგინეს ახალი კანონი პოლიციის შესახებ, შს სამინისტროს განვითარების სტრატეგია, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი. ამის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ-მინისტრმა და დანარჩენმა სტუმრებმა გადაინაცვლეს შენობის ეზოში, სადაც სიტყვით მიმართეს პოლიციელებს და მათ პოლიციის დღე მიულოცეს. თბილისში საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე, შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მდებარე კარალეთს ეწვია და პოლიციელის დღე მიულოცა შიდა ქართლის სამხარეო დანაყოფის პირად შემადგენლობას. მანვე პატივი მიაგო იმ ოფიცრებისა და სამოქალაქო პირთა ხსოვნას, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.
XS
SM
MD
LG