Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული მედია - მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება


ქართული მედია-საშუალებები, ”ინფორმირებულ წყაროზე” დაყრდნობით, ავრცელებენ ცნობას, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურ მდივანს - ვანო მერაბიშვილს დღეს ბრალი დაუმძიმდება. ”ინტერპრესნიუსის” ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ოფიციალურ განცხადებას ვანო მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმების შესახებ, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გაავრცელებენ. იმავე წყაროზე დაყრდნობით, არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილს ბრალს დღეს 26 მაისისა და გირგვლიანის საქმეებზე წაუყენებენ.
XS
SM
MD
LG