Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური მხარე: ერგნეთის შეხვედრაზე ქართულ მხარეს საზღვრის საკითხი არ დაუსვამს


დღეს ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის დარსულების შემდეგ საზღვრის ე.წ გადმოწევის საკითხთან დაკავშირებით ქართული და ოსური მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ოსური დელეგაციის წარმომადგენლის ხოხ გაგლოითის მტკიცებით, „სახელმწიფო საზღვრის“ 300 მეტრით გადაწევის შესახებ განცხადებები ქართული მხარის მხრიდან გადაჭარბებულია. მისი თქმით, ისინი 20-იანი წლების რუკებით ხელმძღვანელობენ, ეს მათი ტერიტორიაა და შიდა სამუშაოები არავის საქმე არ არის. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თანახმად, ხოხ გაგლოითმა განაცხადა, რომ ქართულ მხარეს ეს საკითხი არ დაუსვამს, და რომ სხდომა ჰუმანიტარულ საკითხებს ეხებოდა. საქართველოს შსს–ს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლის და დელეგაციის წევრის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით კი, ქართულმა მხარემ მავთულხლართების და საზღვრის გადმოწევის თემა მკაცრად დასვა შეხვედრაზე და ამ ფაქტის დამამტკიცებელი ფოტომასალაც წარადგინა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ანჯეი ტიშკევიჩმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ორივე მხარე სხვადასხვაგვარად უყურებს საზღვრების საკითხს. დადებითად და ეს ცხინვალში დაკავებულ ერთ–ერთ პატიმარს ეხება, რომლის სახელსაც ოჯახთან შეხვედრამდე არ გაახმაურებენ. მოლაპარკებებს ქართული და ოსური მხარეების, ასევე ევროკავშირის გარდა რუსეთის წარმომადგენლობაც ესწრებოდა.
XS
SM
MD
LG