თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ ტაიპ ერდოანი პარასკევს დილით თურქეთში დაბრუნდა. მან დაგეგმილზე ადრე შეწყვიტა აფრიკის ქვეყნებში ტურნე. ერდოანს სტამბოლში ათასობით მომხრე შეეგება. ერდოანმა განაცხადა, რომ საპროტესტო გამოსვლები თურქეთში „უკანონობის ზღვარზეა“ და „დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს“: „ვერავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყანაში უკანონოდ მოიქცეს, ვანდალურად გაანადგუროს კერძო საკუთრება და შეეხოს ჩვენს მოქალაქეებს“, განუცხადა სტამბოლში შეკრებილ მხარდამჭერებს თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. რეჯეფ ტაიპ ერდოანმა ასევე აღნიშნა: „ბოლო ათი დღის განმავლობაში ვინარჩუნებდით სიმშვიდეს და საღ აზრს. აქედან წავალთ ჩვენ-ჩვენს სახლებში და არავის მივცემთ უფლებას დაარღვიოს ჩვენი სიმშვიდე, საღი აზრი და წესრიგი“.
ყველაზე პოპულარული
1