ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში გადმოასვენეს
ავღანეთში, ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული შვიდი ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრები 9 ივნისს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავით სამშობლოში გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლაინერი 2:25 საათზე ჩამოფრინდა. ამავე თვითმფრინავს ჩამოჰყვა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია. აეროპორტში გამართულ სამგლოვიარო ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. იქვე იყვნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები (რეიტერის ვიდეო).
ეპიზოდები
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან