Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა აიღო პასუხისმგებლობა ქაბულის აეროპორტთან მიმდინარე სროლაზე


თალიბანის მებრძოლებმა აიღეს პასუხისმგებლობა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე რაიონში განხორციელებულ სროლაზე. ქაბულის აეროპორტში ყველა რეისი გადაიდო. ავღანეთის პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელთა ჯგუფმა დაიკავა მშენებარე შენობა, რომელიც აეროპორტთან ახლოს, ავღანეთის შეიარაღებული ჯარების ბაზის გვერდით მდებარეობს. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა მალევე მოახერხა თალიბებისათვის ალყის შემორტყმა და შენობის დიდი ნაწილის დაკავება.
XS
SM
MD
LG