Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიაში დაიწყო ჯაშუშობაში ბრალდებული ოპოზიციონერის სასამართლო პროცესი


ბელორუსიაში დახურულ კარს მიღმა დაიწყო ჯაშუშობაში ბრალდებული ოპოზიციონერის, ანდრეი ჰაიდუკოვის სასამართლო პროცესი. ჰაიდუკოვი, რომელსაც ჯაშუშობასთან ერთად, სახელმწიფო ღალატის ბრალდება აქვს წაყენებული, ნოემბერში დააკავეს. ბელორუსიის უშიშროების საგენტო, KGB აცხადებს, რომ მას დაკავებისას აღმოუჩინეს მასალა, რომელიც შესაძლოა, უცხოეთის დაზვერვის სამსახურების ინტერესის საგანი ყოფილიყო. ჰაიდუკოვი ბელორუსიის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მრჩეველი იყო 2011 წლის არჩევნებზე. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG