Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში თავდასხმებს სულ მცირე 21 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის პოლიციის ცნობით, სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით დღეს მომხდარი თავდასხმების შედეგად. პოლიციის ცნობით, 12 ადამიანი დაიღუპვა გამოიწვია ბაღდადის შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელი მოიერიშის მიერ თავის აფეთქებამ. დაიჭრა კიდევ 25 პირი. ამ ინციდენტამდე ქვეყანაში კიდევ რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლებსაც ცხრა ადამიანი შეეწირა. ყველაზე სისხლიანი თავდასხმა მოხდა მოსულში, სადაც თვითმკვლელმა მოიერიშემ დანაღმული მანქანა ააფეთქა საპატრულო პოლიციასთან ახლოს. როგორც იუწყებიან, ამ თავდასხმას სულ მცირე ოთხი ადამიანი შეეწირა, მათ შორის ერთი პოლიციელი. ქალაქ ტუზ ხორმატოში შეიარაღებულმა პირებმა, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელების მანქანას. თავდასხმის მომენტში პოლიციის მუშაკები სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ. თავდასხმას სამი მათგანი შეეწირა. კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა ქალაქ სამარაში - დაღუპა ორი და დაიჭრა ერთი პოლიციელი. გასულ თვეში ერაყში მომხდარ ძალადობის შემთხვევებს 1,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ეს ყველაზე სისხლიანი პერიოდი იყო მას შემდეგ, რაც 2006 და 2007 წლებში ქვეყანაში კონფესიებს შორის მიმდინარეობდა დაპირისპირება.
XS
SM
MD
LG