Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენი მოსკოვის აეროპორტს დღეს დატოვებს


მედიის ყურადღება მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტზეა მიპყრობილი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ედვარდ სნოუდენი მიიღებს შესაბამის დოკუმენტებს, რითაც აშშ-ის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებისათვის ძებნილი უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორი შეძლებს აეროპორტის სატრანზიტო ზონის დატოვებას და რომელიმე სხვა ქვეყანაში გამგზავრებას. ინფორმაცია სნოუდენის მიერ მოსკოვის აეროპორტის დატოვების თაობაზე ეკუთვნის მის ადვოკატს ანატოლი კუჩერენას, რომელიც დაეხმარა ძებნილ აშშ-ის მოქალაქეს, რათა რუსეთის ხელისუფლებისათვის დროებითი თავშესაფრის თხოვნით მიემართა. ვლადიმირ პუტინმა რუსეთში თავშესაფრის მიღების სანაცვლოდ, სნოუდენისაგან საიდუმლო სადაზვერვო ინფორმაციების გაცემის შეეწყვეტა მოითხოვა. სნოუდენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში 23 ივნისიდან იმყოფება. აშშ-ი ედვარდ სნოუდენს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს და მის ექსტრადიციას ითხოვს.
XS
SM
MD
LG