მერაბ ხიდაშელი უსახლკაროთა თავშესაფრის შესახებ
2 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ფონდ „კასცის“ ხელმძღვანელი მერაბ ხიდაშელი. ის წლებია, უსახლკაროთა თავშესაფრების გახსნის საკითხზე მუშობს. თუმცა ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული უსახლკაროთა ისეთი თავშესაფარი, სადაც ადამიანები ღამეს გაათევდნენ. პრობლემა კი განსაკუთრებით ცივი ამინდების დადგომისთანავე იჩენს თავს. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ადამიანები ქუჩაში აღარ გაიყინონ? ზრუნავს თუ არა სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაზე? მერაბ ხიდაშელი უსახლკაროთათვის თავშესაფრის ტიპის ჰოსტელის გახსნას გეგმავს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 07, 2026ფეხბურთელი ლანა გორგაძე ფეხბურთელ ქალებზე ძალადობასა და სოლიდარობაზე
-
სექტემბერი 16, 2026„ამ სკოლას არ ჰყავს პატრონი“ - სოფელი სკოლის გარეშე
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან