Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფლის მეურნეობაში თანხების მითვისების საქმეზე ბრალდებულთა პროცესი გადაიდო


სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოსთვის გადაიდო. ბრალდების მხარეს დღეს უნდა დაეყენებინა შუამდგომლობა ორი ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების საკითხი. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ პროკურორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, ბრალდების მხარეს წარდგენილი აქვს შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ ბრალდებულების მიმართ, თუმცა დღეს შუამდგომლობის განხილვა ვერ მოესწრო, რადგან თავდაპირველად უნდა დასრულდეს მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვა, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს აღმკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა. დღევანდელ საქალაქო სასამართლოში სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების საქმის წინასასამართლო სხდომას ცხრავე ბრალდებული ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნებს გამოძიებაში შპს "მექანიზატორის" თანხების მითვისებასა და გაფლანგვაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG