Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფუკუსიმაზე რადიაციის ახალი გაჟონვის საშიში დონე დაფიქსირდა


იაპონიის ფუკუსიმის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული წყლის გაჟონვა გაეროს საერთაშორისო შვიდდონიან შკალაზე, საფრთხის თვალსაზრისით მესამე დონეს აღწევს. სამშაბათს „ფუკუსიმის“ მმართველმა კომპანია „ტეპკომ“ 300 ტონა დაბინძურებული წყლის გაჟონვის შესახებ გაავრცელა განცხადება. ეს ყველაზე საშიში შემთხვევაა სადგურზე 2011 წლის მარტში მომხდარი ავარიის შემდეგ, რაც ძლიერმა მიწისძვრამ და გიგანტურმა ცუნამიმ განაპირობა. ჯერჯერობით სადგურის ტერიტორიის მიღმა რადიაციული დონის მნიშვნელოვანი ცვლილებებს ადგილი არ აქვს. ფუკუსიმაზე ავარიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.
XS
SM
MD
LG