Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების შესახებ


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა სიცრუე უწოდა ნაციონალური მოძრაობის განცხადებას, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მართავენ. 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა დაასახელა რამდენიმე კონკრეტული საპატიმრო და ე.წ. კანონიერი ქურდები, რომლებიც, მისი განცხადებით, ამ დაწესებულებებს აკონტროლებენ. საპასუხოდ სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აკაკი მინაშვილის მიერ დასახელებული არცერთი ე.წ. „მაყურებელი“ სასჯელს არ იხდის იმ დაწესებულებაში, რომელზეც ნაციონალურმა მოძრაობამ მიუთითა. მინისტრის განცხადებითვე, მინაშვილის მიერ მოხსენიებული ე.წ. კანონიერი ქურდები ცალკე საკნებში იმყოფებიან და შესაბამისად, ”მაყურებლები” ვერ იქნებიან. გარდა ამისა, სუბარმა აღნიშნა, რომ როდესაც მინაშვილი საერთო რეჟიმის არსებობაზე საუბრობს, მან როგორც კანონმდებელმა უნდა იცოდეს, რომ ეს რეჟიმი 4 წლის წინ გაუქმდა. სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებითვე, სისტემის ახალ ხელმძღვანელობას ნაციონალური მოძრაობისგან მემკვიდრეობად დახვდა დაახლოებით 700 ე.წ. „მაყურებელი“, მათ შორის 200-მდე საკმაოდ გავლენიანი, რომლებიც ადმინისტრაციის დავალებით პატიმრებს სცემდნენ და ძალადობდნენ. დღესვე სუბარმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სასჯელაღსრულების ზოგიერთი დაწესებულების გრძელვადიანი პაემნის ოთახებში აღმოჩენილია ვიდეოკამერები, რომელთა მეშვეობით ცოლებთან პატიმრების პაემანს იღებდნენ და შემდეგ შანტაჟისთვის იყენებდნენ.
XS
SM
MD
LG