Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფელ ჭელის მინარეთს დღეს დააბრუნებენ


ადიგენის რაიონის სოფელ ჭელის მინარეთს, რომელიც თბილისში ექსპერტიზისთვის გადაიტანეს, დღეს ისევ ჭელაში დააბრუნებენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის განცხადებაზე დაყრდნობით, საქართველოს მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ბათუმის მეჩეთში შეკრებილებს აცნობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთის, ჯემალ პაქსაძის თქმით, მინარეთს დღეს მიიტანენ ჭელის მეჩეთთან, თუმცა მისი დამონტაჟება მას შემდეგ მოხდება, რაც ტექნიკური და იურიდიული პროცედურები მოგვარდება. მისი ინფორმაციით, იურიდიული საკითხების მოგვარებაში სამუფთოს იურისტებიც ჩაერთნენ. ჯემალ პაქსაძის განცხადებით, მინარეთის საკითხის მოგვარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს, რისთვისაც მუფთი მადლობა უხდის ბიძინა ივანიშვილს.
XS
SM
MD
LG