Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში იერიში განახორციელა უპილოტო თვითმფრინავმა, რომელიც, სავარაუდოდ, აშშ-ს ეკუთვნის


სულ ცოტა, სამი ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ, აშშ-ის დრონის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად ავღანეთის მოსაზღვრე პაკისტანის რეგიონში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავმა შაბათს რაკეტები დაუშინა ჩრდილოეთ ვაზირისტანის მირ ალის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ალ ყაიდისა და თალიბანის წევრები აფარებდნენ თავს. დახოცილი ექსტრემისტების ვინაობა არ ხმაურდება. პაკისტანის მთავრობა რეგულარულად აცხადებს პროტესტს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავების მიერ განხორციელებული იერიშების წინააღმდეგ, რაც უკიდურესად ძაბავს აშშ-პაკისტანის ურთიერთობას.
XS
SM
MD
LG