Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბული ქვეყნების ლიგა გაეროს სირიის მიმართ დროული ზომების მიღებას სთხოვს


არაბული ქვეყნების ლიგის წევრები მოუწოდებენ გაეროსა და საერთაშორისო თანამეგობრობას დროულად მიიღონ ზომები სირიის ხელისუფლების მიმართ, რომლებიც მათი თქმით, პასუხისმგებლები არიან სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო. ლიგის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა კვირას, ქაიროში გამართეს. არაბული ლიგის ქვეყნებმა სირიის ხელისუფლება ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულეს. კულუარული ინფორმაციით, საუდის არაბეთი და ყატარი მხარს უჭერენ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალისმიერი მეთოდებით დამხობას, თუმცა, ქვეყნები, როგორიც არის ეგვიპტე და იორდანია კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების მხარდამჭერები არიან.
XS
SM
MD
LG