Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი: ქიმიური იარაღის გამოყენებას მტკიცედ უნდა გავცეთ პასუხი


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოუ რასმუსენმა მოწოდება გამოთქვა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას მტკიცე პასუხი უნდა გაეცეს. ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე, ორშაბათს, მან თქვა, რომ იხილა დასტური იმისა, რომ სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი 21 აგვიტოს, დამასკის მახლობლად ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის. „ნატოს პოზიცია ნათელია, 21 აგვისტოს დამასკთან ქიმირი იარღის გამოყენება საშინელებაა და მიუღებელია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს ენით აუწერები ქმედება, რომელმაც შეიწირა ასობით კაცის, ქალის და ბჰავშვის სიცოცხლე, არ შეიძლება უგულვებელვყოთ“, განაცხადა რასმუსენმა, რომელმაც იქვე ამცნო მედიას, რომ იხილა დასტური იმისა, რომ სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი 21 აგვიტოს, დამასკის მახლობლად ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის.
XS
SM
MD
LG