ჩვენი სტუმარი: ზურაბ ბენდიანიშვილი
19 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანაშვილი - თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“. მან ისაუბრა სოფელ დიცში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ, რუსეთის ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების უკანონო მონტაჟის განახლებულ პროცესსა და რეგიონში მიმოსვლის კუთხით სხვადასხვა შემზღუდავი რეგულაციის შემოღებაზე. იგი შეეხო, აგრეთვე, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გალის, ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში 2006 წლიდან დღემდე გაცემული პასპორტები პრაქტიკულად უკანონოდ ცხადდება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 07, 2026რას ამბობენ ომზე 2008-ში დაბადებულები
-
აგვისტო 07, 2026ნინო სალუქვაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
აგვისტო 01, 2026დათო ტურაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 30, 2026ახალგაზრდული "ქართული ოცნება"