Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან დაბრუნდა 50 სამხედრო მოსამსახურე


ექვსთვიანი სამშვიდობო მისიის შესრულების შემდეგ ავღანეთიდან საქართველოში დაბრუნდა შეიარაღებული ძალების მეოთხე ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 50 სამხედრო მოსამსახურე. ისინი როტაციის წესით შეცვალეს ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ბატალიონმა ჰელმანდის პროვინციაში სამოქმედო არეალი უკვე სრულად ჩაიბარა და მისი ამოცანებია ამბოხებულთა გაუვნებელყოფა და უსაფრთხოების ადგილობრივი ძალების განვითარების მხარდაჭერა. ბათუმის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ექვსთვიან სამშვიდობო მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად შეასრულებენ.
XS
SM
MD
LG