Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს ლიდერი მიუთითებს რუსეთთან უთანხმოებაზე ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხში


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ალიანსმა წარმატებებს მიაღწია რუსეთთან ურთიერთობაში, მაგრამ არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელიც კვლავაც იწვევს უთანხმოებას. როგორც რასმუსენმა აღნიშნა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრასთან დაკავშირებით, „საიდუმლო არ არის“, რომ მხარეებს ჯერ არ მიუგნიათ გზისთვის, როგორ მოგვარდეს უთანხმოება ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გარშემო. ნატოს გეგმა, ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო სისტემა, რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. იქვე რასმუსენმა დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მიმართ. „ნება მიბოძეთ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით ჩვენს პოზიციაში რაიმე ცვლილება არ მომხდარა და შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2008 წელს გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატოს წევრები. ეს გადავწყვიტეთ 2008 წელს და ეს გადაწყვეტილება კვლავაც ძალაშია. ისინი გახდებიან ნატოს წევრი - რასაკვირველია, თუ შეასრულებენ აუცილებელ კრიტერიუმებს და თუ ექნებათ ჩვენს ალიანსში გაწევრიანების სურვილი“, განაცხადა რასმუსენმა ბრიუსელში, ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომასთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG