Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში იმართება დსთ-ის სამიტი


მინსკში დაიწყო დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, სამიტზე იმსჯელებენ ტრანსნაციონალურ პრობლემებზე, მათ შორის განიხილავენ ორგანიზებულ დანაშაულთან, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან, ნარკოტრეფიკინგთან და ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლის ხუთწლიან პროგრამას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხუთშაბათს ორმხრივი შეხვედრები გამართა ბელორუსიის და უკრაინის პრეზიდენტებთან. შეხვედრები ჩატარდა ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს შეკრების პარალელურად. პუტინის პრესმდივნის განცხადებით, პუტინმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა იმსჯელეს უკრაინის ნაბიჯებზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. დსთ-ის სამიტში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის, მოლდავეთის, ტაჯიკეთის და უზბეკეთის პრეზიდენტებიც. ყირგიზეთმა და თურქმენეთმა მინსკში ვიცე-პრემიერები გააგზავნეს.
XS
SM
MD
LG