Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეტრინ ეშტონი და შტეფან ფიულე: ვულოცავთ გიორგი მარგველაშვილს გამარჯვებას


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ ერთობლივად მიულოცეს პრეზიდენტად არჩეულ გიორგი მარგველაშვილს კვირის არჩევნებში გამარჯვება. მათვე ქართველ ხალხს მიულოცეს მისი ქვეყნის დემოკრატიული წინაპირობების დემონსტრირება. ეშტონი და ფიულე მიესალმებიან ეუთოს და ოდირის სამეთვალყურეო მისიის ანგარიშს. ისინი მოუწოდებენ პრეზიდენტად არჩეულ მარგველაშვილს პრემიერთან და მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციის ჩათვლით, და ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობისკენ რეფორმებისა და ინსტიტუტების შექმნის საქმეში წინსვლისათვის. ერთობლივი განცხადებაში ასევე წაიკითხავთ, რომ ეშტონი და ფიულე აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტის წინ, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის საქმეში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, იმედოვნებენ საქართველოსთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელებას პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთობლივი ამბიციური მიზნის მისაღწევად.
XS
SM
MD
LG