Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოსტიდან დაითხოვეს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სტანისლავ ლაკობა თანამდებობიდან გადააყენეს. შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა. ლაკობამ თავის გადაყენებას „განუკითხაობა და კანონის დარღვევა" უწოდა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, და განმარტა, რომ პრეზიდენტთან უთანხმოება აღმოსავლეთში, ანუ გალის რაიონში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პასპორტიზაციის პრობლემამ გამოიწვია. „პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის პოზიციას, რადგან გამოდიოდა, რომ ანქვაბი სწორედ ამ რაიონების პასპორტიზაციას მოითხოვდა. რამდენადაც ცნობილია, ამ ხალხს ძირითადში ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ კანონმდებლობაში კი არ არსებობს დებულება, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები. მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს აქვთ უფლება გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები“, - განაცხადა ლაკობამ, რომელიც პირობას დებს, რომ ანქვაბთან უთანხმოებაზე მომავალში უფრო დაწვრილებით ისაუბრებს.
XS
SM
MD
LG