Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ „ისტორიულ დღეს“ უწოდებს 27 ოქტომბრის არჩევნებს


„აშშ ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს მათ ქვეყანაში ჩატარებულ მშვიდობიან საპრეზიდენტო არჩევნებს. მოწმენი ვართ ყველა ქართველის ცხოვრებაში კიდევ ერთი ისტორიული დღისა, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ქვეყნის დაახლოებისკენ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის განცხადებაში. ამერიკელი მაღალჩინოსანი მოუწოდებს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას", კონსტრუქციული ერთობლივი მუშაობით განამტკიცონ საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა, ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას. „იმედით ველით მომავალ თანამშრომლობას საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, მთავრობასთან და პარლამენტთან, რათა სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე, დავაჩქაროთ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ხელი შევუწყოთ საქართველოს მოსახლეობის ნათელ მომავალს“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ჯენ პსაკის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG