Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ტერაქტში ეჭვმიტანილები დააკავეს


პაკისტანის პოლიციამ მღელვარე ჩრდილოეთ პროვინცია ფეშავარში დააკავა ოთხი კაცი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან სისხლიანი ტერაქტის მოწყობაში. ერთი თვის წინ, სავაჭრო ცენტრში 29 სექტემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად 40 კაცი დაიღუპა. პოლიცია აცხადებს, რომ სამშაბათს დააპატიმრა ოთხი ეჭვმიტანილი, რომელთა შორის ტერაქტის სავარუდო ორგანიზატორიცაა. ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაციას ფეშავარში სროლა ახლდა. პოლიცია ასევე იძიებს კიდევ ერთ ტერაქტს, რომლის დროსაც გასულ თვეში ეკლესიასთან ახლოს 80 ქრისტიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG