Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის რეჟიმმა ქიმიური იარაღის ყველა საწარმო გაანადგურა


საერთაშორისო ექსპერტებმა განაცხადეს, რომ სირიამ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და 1 ნოემბრამდე გაანადგურა მის ხელთ არსებული როგორც უშუალოდ ქიმიური იარაღის მწარმოებელი, ისე შერეული ტიპის ქარხნები. ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის (OPCW) შესაბამისი დოკუმენტის თანახმად, რომელიც „როიტერსმა“ მოიპოვა, დასტურდება სირიაში არსებული 23 ქიმიური იარაღის საწარმოს განადგურება. მათგან 21 ინსპექტორებმა უშუალოდ შეისწავლეს. ორი, ყველაზე რთულად შესამოწმებელი ქიმიური საწარმოს აღჭურვილობა კი სხვა ადგილზე გადაიტანეს და იქ მომხდა მისი დათვალიერება. პრეზიდენტი ბაშარ ასადი ქიმიური იარაღის განადგურებას დათანხმდა მას შემდეგ, რაც აშშ-ი დაიმუქრა, რომ სირიის ქიმიური იარაღის ობიექტებზე საავიაციო იერიშებს განახორციელებდა აგვისტოში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო, რასაც 1400 ადამიანი შეეწირა.
XS
SM
MD
LG