Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარნოვის თქმით, სააკაშვილი, ალბათ, ხელს არ ჩამოართმევს მარგველაშვილს


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება. ბარნოვის თქმით, ამის მიზეზი თავად მარგველაშვილის გამონათქვამებია, რომ არ შევა იმ რეზიდენციაში, რომელშიც პრეზიდენტი სააკაშვილი მოღვაწეობდა. "რამდენად ლოგიკური იქნება, რომ ხელი ჩამოართვა კანდიდატს ან არჩეულ პრეზიდენტს, რომელიც ხელს კრავს ყველაფერს იმას, რაც შენ გაგიკეთებია, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე მგონია, რომ ის არ დაესწრება, თუმცა, ალბათ, თვითონაც იტყვის ამას", - განაცხადა ბარნოვმა, თუმცა, დასძინა, რომ პრეზიდენტი მიხეილ საააკშვილი „ამაზე თავადაც იტყვის.“
XS
SM
MD
LG