Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევაში გრძელდება ინტენსიური მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე


ჟენევაში ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანის ბირთვული პროგრამით გამოწვეული უთანხმოების მოსაგვარებლად. ირანთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობენ გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთივე მუდმივი წევრის და გერმანიის მაღალი რანგის წარმომადგენლები. მიზანია ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე წინასწარი შეთანხმების მიღწევა. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივნის, მაიკლ მენის განცხადებით, მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. "როგორც წუხელ ვთქვით, წინსვლას ვაღწევთო", აღნიშნა ეშტონის პრესმდივანმა. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები მუშაობენ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც ნაწილობრივ შეიზღუდებოდა ირანის ბირთვული პროგრამა, მის წინაღამდეგ მიმართული საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ჟენევაში დღეს გაემგზავრა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. ჟენევაში გაემგზავრნენ მისი ბრიტანელი, ფრანგი და გერმანელი კოლეგებიც.
XS
SM
MD
LG