Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სააგენტო: ტოლოკონიკოვა ახალ კოლონიაში გადაჰყავთ


რუსეთში სასჯელაღსრულების სისტემის ზედამხედველი სააგენტო აცხადებს, რომ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ნადეჟდა ტოლოკონიკოვა ახალ კოლონიაში გადაჰყავთ. პარასკევს გავრცელებული ცნობის თანახმად, ტოლოკონიკოვა არაფერს უჩივის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სააგენტოს არ გაუვრცელებია ცნობა მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელის, ან ახალი კოლონიის შესახებ. საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ამნესტი ინტერნეიშენალმა რუსეთის მთავრობას ოთხშაბათს მოუწოდა გამოაცხადოს სად იმყოფება ტოლოკონიკოვა ამჟამად. 22 ოქტომბრის შემდეგ მისი ადგილსამყოფელი არ არის ცნობილი. მანამდე ტოლოკონიკოვამ შიმშილობა გამოაცხადა, ციხის ზედამხედველებისგან მიღებული მუქარის და მძიმე პირობების გაპროტესტების მიზენით. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, თითქოს ტოლოკონიკოვა ციმბირში გადაჰყავთ. ტოლოკონიკოვას ორი წლით აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა ხულიგნობისთვის, 2012 წელს მოსკოვის ტაძარში გამართული პერფორმანსის გამო - რომელშიც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყო გაკრიტიკებული.
XS
SM
MD
LG