Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრე ჭიკაიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დასახელდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მის შემცველად ალექსანდრე ჭიკაიძე დაასახელა. მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი 28 წლისაა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმატებული კარიერა ჰქონდა - ჯერ კახეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს, ბოლოს კი თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. „მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა კახეთის სამმართველოში. გაზაფხულზე გადმოვიყვანე თბილისში და მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა მთავარი სამმართველო. ლექსომ რამდენიმე თვეში ასევე საათივით ააწყო და გამართა თბილისის სამმართველო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჭიკაიძე მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად წარადგინა. მომავალი პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ალექსანდრე ჭიკაიძე წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება. თავის მხრივ ალექსანდრე ჭიკაიძემ პირობა დადო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დამტკიცების შემთხვევაში „ღირსეულად გააგრძელებს“ ირაკლი ღარიბაშვილის დაწყებულ საქმეს.
XS
SM
MD
LG