Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში სასამართლომ მოითხოვა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება


კაიროში სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბოლო მოეღო ეგვიპტეში სამი თვის წინ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას. სამხედროების მხარდაჭერით მოქმედ მთავრობას ჯერ არ შეუსრულებია ეს გადაწყვეტილება - აცხადებს, რომ ჯერ ელოდება ოფიციალურ შეტყობინებას სასამართლოსაგან. სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა შეერთებული შტატები, თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ კვლავ გამოთქვა შეშფოთება ეგვიპტეში შექმნილი ვითარებით. მისი თქმით, ვაშინგტონი ეგვიპტის მთავრობას მოუწოდებს, პატივი სცეს ყველა ეგვიპტელის უფლებებს, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას. საგანგებო მდგომარება 14 აგვისტოს გამოცხადდა - მას შემდეგ, როც ეგვიპტეში ძალადობრივი აქციები მოჰყვა სამხედროების მიერ პრეზიდენტ მუჰამად მურსის მმართველობის დამხობას. შეტაკებებმა ასობით ადამიანი შეიწირა, უმეტესწილად მურსის მომხრეები.
XS
SM
MD
LG