Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი კონგრესმენებს მოუწოდებს, არ დაუწესონ ახალი სანქციები ირანს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის აზრით, თუ კონგრესი მიმართავს რაიმე ზომას ირანისთვის ახალი სანქციების დასაწესებლად, ეს ხელს შეუშლის მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო უთანხმოების მოსაგვარებლად. კერიმ ეს შეფასება გამოთქვა ხუთშაბათს, სენატის საბანკო კომიტეტში დახურული სხდომის დაწყებამდე. კომიტეტი განიხილავს ირანის მიმართ შესაძლო ახალ სანქციებს, მისი ბირთვული პროგრამის გამო. კერის თქმით, შეერთებული შტატები და მსოფლიოს სხვა წამყვანი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ირანთან დროებით შეთანხმებას, რომელმაც უნდა მოიცვას სანქციების გარკვეული შემსუბუქება ბირთვული პროგრამის საკითხში გარკვეული დათმობების სანაცვლოდ. კონგრესმენებში აზრთა სხვადასხვაობაა იმის გარშემო, უნდა მიეცეს თუ არა მეტი დრო დიპლომატიას ირანის საკითხში.
XS
SM
MD
LG