Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდერს ფოგ რასმუსენმა მადლობა გადაუხადა მიხეილ სააკაშვილს


ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მისი პრეზიდენტობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე საუბრობს. "ბატონო პრეზიდენტო, დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც ISAF-ის ოპერაციაში შეიტანეთ. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ. ნატო-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს ნატოს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნულ პროგრამების მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის წერილი, რომელიც 5 ნოემბრით თარიღდება, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
XS
SM
MD
LG