Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი კომპრომისზე მიდის დიცის სასაფლაოს შემთხვევაში


ერგნეთში გაიმართა მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, შეხვედრამ ხუთ საათზე მეტხანს გასტანა. მხარეები გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გაბმის, დაკავებულთა გათავისუფლებისა და გასული პერიოდის ინციდენტების შესახებ მსჯელობდნენ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელის, ხოხ გაგლოითის განცხადებით, სასაზღვრო კონსტრუქციის აგებას რაც შეეხება, ცხინვალის მხარე გამონაკლისს დაუშვებს მხოლოდ სოფელ დიცის სასაფლაოს შემთხვევაში: მისასვლელ გზაზე დიცელებს პრობლემა რომ არ შეექმნათ, სასაფლაოს აღარ შემოღობავენ. ერგნეთის შეხვედრაზე დაკავებულთა გათავისუფლების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, ჩვენი კორესპონდენტი იუწყება, რომ საქართველოს მოქალაქე თემურ გაგლოევი, რომელიც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იყო დაკავებული, პარასკევს დილითვე გაათავისუფლეს. ოსურმა მხარემ კიდევ ორი პირის გათავისუფლების პირობა დადო. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 10 დეკემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG