Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში „ლოია ჯირგას“ ყრილობის სიახლოვეს აფეთქება მოხდა


პოლიციის ინფორმაციით, ავღანეთის წარმომადგენლობითი ორგანოს „ლოია ჯირგას“ შეკრების სიახლოვეს მძლავრი აფეთქება მოხდა. მომავალ კვირაში ქაბულში ასობით გავლენიანი ავღანელი მოღვაწე შეიკრიბა, რათ იმსჯელონ ქვეყნისათვის მნიშვენლობა აშშ-ავღანეთის თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე. აფეთქება მოხდა დანაღმული ავტომანქანით, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში პოლიციის ოფიცერმა აბდულ ხალიდმა, რომელსაც სხვა დეტალები არ დაუზუსტებია. მომავალ კვირაში „ლოია ჯირგას“ - დიდი საბჭოს შეკრებაზე ათასობით გავლენიანი ავღანელი მოღვაწე იმსჯელებს შეთანხმებაზე, რომელიც აშშ-ის სამხედრო ძალებს უფლებას აძლევს, დარჩნენ ავღანეთში მას შემდეგ, რაც 2014 წლის ბოლოს ქვეყანას საერთაშორისო კოალიციური ძალები დატოვებენ.
XS
SM
MD
LG