Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზანში იპოვეს კასეტები თვითმფრინავის ეკიპაჟის საუბრის ჩანაწერით


ყაზანში კვირას ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევებში იპოვეს კასეტები, რომლებზეც ჩაწერილია ეკიპაჟის წევრების საუბარი. როგორც ოპერატიული შტაბიდან აცნობეს საინფორმაციო სააგენტოებს, კასეტები არის ნაწილი შავი ყუთებისა, რომლებიც დაკარგულად მიაჩნიათ. დღესვე იდენტიფიცირებული იქნა ოთხი ადამიანი სულ 50 დაღუპულიდან. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა არ გამოუწვევია რაიმე სახის სისტემურ გაუმართაობას. გამოძიება გრძელდება.
XS
SM
MD
LG