Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჟენევაში მესამე დღეა გრძელდება მსჯელობა


ჟენევაში მესამე დღეა გრძელდება ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას შორის მოლაპარაკება თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო. მოლაპარაკების დროს უნდა შეთანხმდნენ ირანის ბირთვული საქმიანობის შეზღუდვაზე თეირანისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შეჩერების სანაცვლოდ. ხუთშაბათის მოლაპარაკება დაიწყო ექვსი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, კეტრინ ეშტონის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის შეხვედრით. ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ-ი ირანს მოუწოდებენ შეაჩეროს ბირთვული პროგრამის ნაწილი, რომელიც, მათი ვარაუდით, ბირთვული იარაღის შექმნას ისახავს მიზნად.
XS
SM
MD
LG