Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში მოკლეს ორი ბელორუსი სამხედრო ინსტრუქტორი


იემენის დედაქალაქ სანაში მოკლეს ორი ბელორუსი სამხედრო ინსტრუქტორი. იემენის პოლიცია და თავდაცვის სამინისტრო „ალ-ყაიდის“ წევრებს აკისრებენ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას. ცნობების თანახმად, ბელორუსი ექსპერტები კონტრაქტის საფუძველზე თითქმის ერთი წელი მუშაობდნენ იემენის პრეზიდენტის უშიშროების სამსახურში. მათ სასტუმროსთან ესროლეს დაუდგენელმა პირებმა. ერთ-ერთი ინსტრუქტორი ადგილზევე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინციდენტის შესახებ თავდაპირველად გავრცელებულ ცნობებში სამხედრო ინტსრუქტორები რუსეთის მოქალაქეებად იყვნენ მოხსენიებული.
XS
SM
MD
LG