Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით


საქართველოს პარლამენტმა მიიღო განცხადება ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტთან დაკავშირებით. 66 დეპუტატი მიემხრო ევროინტეგრაციის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული განცხადების პროექტს. განცხადება ექვს პუნქტს მოიცავს. მასში ხაზგასმულია საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდაჭერა ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირების მიმართ. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადების პროექტს. უმცირესობის პროექტს მხოლოდ 18 დეპუტატი მიემხრო. პროექტში გამოთქმულია მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ და საუბარია საგარეო პოლიტიკის უკრაინის ინტერესების შესაბამისად წარმოების საჭიროებაზე. პროექტში გამოთქმულია აგრეთვე შეშფოთება უკრაინის მიერ ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ხელისუფლებაზე განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო.
XS
SM
MD
LG