ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტმა გააუქმა რესპუბლიკის ხელმძღვანელის პირდაპირი არჩევნები. შედეგად ჩრდილოეთი ოსეთი გახდა რუსეთის ფედერაციის რიგით მესამე რესპუბლიკა, დაღესტნის და ინგუშეთის შემდეგ, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი იყვნენ ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ დეპუტატები. ჩრდილოეთ ოსეთის მოქმედი ხელმძღვანელი, თეიმურაზ მამსუროვის უფლებამოსილება 2015 წლის მაისში ამოიწურება. რუსეთში 2012 წლის 1 ივლისს ამოქმედდა კანონი რუსეთში რეგიონების ხელმძღვანელთა პირდაპირი არჩევნების შესახებ. ამავე წლის ოქტომბერში თითქმის რვა წლის შემდეგ ისევ ჩატარდა გუბერნატორების არჩევნები. მაგრამ ამის შემდეგ მალევე გაისმა მოწოდებები არჩევნების წესის შეცვლისაკენ - კერძოდ, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისათვის. წელს გაზაფხულზე კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც რეგიონებს ანიჭებს უფლებას, თვითონ განსაზღვრონ ხელმძღვანელების არჩევის წესი.
ყველაზე პოპულარული
1