Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანის "ჰეზბოლამ" საუდის არაბეთი დაადანაშაულა ბეირუთში აფეთქებების მოწყობაში


ლიბანის ჰეზბოლას ლიდერმა ბეირუთში ირანის საელჩოზე თავდასხმაში საუდის არაბეთი დაადანაშაულა. 19 ნოემბერს ბეირუთში თვითმკვლელების მიერ განხორციელებული აფეთქებების შედეგად დაახლოებით 25 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ალ-ყაიდასთან დაკავშირებულმა აბდულა აზზამის ბრიგადებმა აიღეს და განაცხადეს, რომ ეს იყო პასუხი ირანისა და ჰეზბოლას მიერ სირიის მთავრობის მხარდაჭერაზე. ჰეზბოლას ლიდერმა ჰასან ნასრალამ ლიბანის ტელევიზიით განაცხადა, რომ აფეთქებების განმახორციელებელ ჯგუფს კავშირი აქვს საუდის არაბეთის დაზვერვის აგენტებთან.
XS
SM
MD
LG