Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ბაჰრეინში მოკავშირეებს შეხვდება


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი ბაჰრეინში ჩავიდა, სადაც სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეულ ახალ შეთანხმებაზე დაელაპარაკება. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, ჰეიგელი აპირებს რეგიონის მიმართ აშშ-ის გეგმებზე, მათ შორის მოკავშირეებისთვის იარაღის მიყიდვისა და რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობაზე ილაპარაკოს. 24 ნოემბერს ირანსა და მსოფლიოს „ექვსეულს“ შორის მიღწეულმა შეთანხმებამ შეაშფოთა უმრავლესად სუნიტური სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც შიიტების მიერ მართულ ირანს საფრთხედ თვლიან. ჟენევაში მიღწეული შუალედური შეთანხმება ირანს მოუწოდებს ბირთვული პროგრამის ნაწილობრივ შეჩერებისკენ, რის სანაცვლოდაც დასავლეთი ირანის მიმართ ეკონომიკური სანქციების ნაწილობრივ გაუქმებას აპირებს. ისრაელი და სპარსეთის ყურის ზოგიერთი ქვეყანა შიშობს, რომ ეს შეთანხმება ირანს გააძლიერებს.
XS
SM
MD
LG