Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში კაფესთან აფეთქებამ, სულ ცოტა, 11 ადამიანი შეიწირა


ერაყში, სულ ცოტა, 11 ადამიანი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო კაფესთან სუნიტი მუსლიმების რაიონში ქალაქ ბუჰრიზში, რომელიც ბაღდადის ჩრდილო-აღმოსავლეთით 60-მდე კილომეტრში მდებარეობს. კვირას ერაყში, სულ ცოტა, 39 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაიჭრა ძალადობის აქტების შედეგად. ერაყში ძალადობამ, ბოლო, სულ ცოტა, ხუთი წლის სარეკორდო მაჩვენებლებს მიაღწია. ბაღდადში თითქმის ყოველ დღე ეწყობა თავდასხმები. კვირის თავდასხმებზე პაუსხიმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG