Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი: „შეწუხებული ვადევნებდი თვალს, როგორ ავიწროებდა მილიცია უკრაინელ დემონსტრანტებს“


კიევში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა საკითხებში, კეტრინ ეშტონი აცხადებს, რომ „ის შეწუხებული ადევნებდა თვალს თუ როგორ იყენებდა ძალას უკრაინული მილიცია დემონსტრანტების შესავიწროებლად“. კეტრინ ეშტონი კიევში გუშინ ჩავიდა. მან შეხვედრები გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და ოპოზიციის წარმომადგენლებთან. კიევში იმყოფება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რომელიც სამშაბათს ოპოზიციის წარმადგენლებს შეხვდა.
XS
SM
MD
LG