Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები თანამშრომლობის გააქტიურებას აპირებენ


სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, ანუ ASEAN-ის 10 წევრი და იაპონია შეთანხმდნენ, რომ გააქტიურებენ თანამშრომლობას ფრენის და საჰაერო ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველსაყოფად. შეთანხმებას მიაღწიეს ტოკიოში, რეგიონის 11 ქვეყნის სამიტზე. შეხვედრა მოჰყვა ჩინეთის მიერ ცალმხრივი წესით მიღებულ გადაწყვეტილებას საჰაერო საიდენტიფიკაციო ზონის დაწესების თაობაზე. ეს ზონა მოიცავს რაიონებსაც, რომლებზეც პრეტენზიას გამოთქვამენ იაპონია და სამხრეთი კორეა. შედეგად, ჩინეთის ნაბიჯმა რეგიონში დაძაბულობა წარმოშვა. ტოკიომ ASEAN-ის წევრებს შესთავაზა 20 მილიარდამდე დოლარის დახმარება და კრედიტები, ჩინეთის, ამ ქვეყნების შეფასებით, ექსპანსიონისტურ კურსთან დასაპირისპირებლად. ASEAN-ში გაწევრიანებული არიან ვიეტნამი, ტაილანდი, სინგაპური, ფილიპინები, მალაიზია, მიანმარი, ლაოსი, ინდონეზია, კამბოჯა და ბრუნეი.
XS
SM
MD
LG